logo
ENG


ზელენსკი: რუსეთში არჩევნების ამ იმიტაციას ლეგიტიმაცია არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს
  • 384ნახვები

ამ დღეებში რუსი დიქტატორი მორიგი არჩევნების სიმულაციას ახდენს. მსოფლიოში ყველას ესმის, რომ ეს ფიგურა, როგორც ეს ხშირად მომხდარა ისტორიაში, უბრალოდ, ძალაუფლებაზე დამოკიდებული გახდა და ყველაფერს აკეთებს, რომ სამუდამოდ მართოს. არ არსებობს ბოროტება, რომელსაც ის არ ჩაიდენს პირადი ძალაუფლების გასახანგრძლივებლად და ამისგან მსოფლიოში არავინაა დაცული. მადლობელი ვარ ყველა სახელმწიფოს, ყველა ლიდერისა და საერთაშორისო ორგანიზაციის, რომლებიც ყველაფერს საკუთარ სახელს არქმევენ. ყველაფერი, რასაც რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკეთებს, დანაშაულია. სამართლიანი სასჯელი უნდა დაწესდეს იმ ყველაფრისთვის, რაც რუსმა მკვლელებმა გააკეთეს ამ ომში, პუტინის სამუდამო ძალაუფლებისთვის. მას მხოლოდ ერთი რამის ეშინია - სამართლიანობის. არჩევნების ამ იმიტაციას ლეგიტიმაცია არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს. ამ ფიგურამ უნდა დაასრულოს ჰააგის განსასჯელთა სკამზე. ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ. მსოფლიოში ყველამ, ვინც აფასებს სიცოცხლეს და სამართლიანობას.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა