logo
ENG


ჯორჯაძე: რას გვიპირებს ეს კულტურის მინისტრი და საერთოდ ეს მთავრობა, გვითხრან, გაგვაცნონ
ნანა ჯორჯაძე
18 მარ, 2024 18:19
ჯორჯაძე: რას გვიპირებს ეს კულტურის მინისტრი და საერთოდ ეს მთავრობა, გვითხრან, გაგვაცნონ
  • 557ნახვები

კულტურა ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალაა და საერთოდ ერის ძალაა და როდესაც ის ექცევა რაღაც ისეთი წნეხის [ქვეშ] და მართვადი ხდება, წარმოუდგენელია... რას გვიპირებს ეს კულტურის მინისტრი და საერთოდ რას გვიპირებს ეს მთავრობა, გვითხრან, გაგვაცნონ... მე არ მინდა ცუდად ვიფიქრო ადამიანებზე. ყოველთვის ვცდილობ ნეგატივში პოზიტიური რაღაც მოვძებნო, მაგრამ როდესაც პარტიულობის მიხედვით ირჩევ ფავორიტებს... მე მაგალითად არასდროს არცერთი პარტიის წევრი არ ვარ და არც ვიქნები, ყველასთან შემიძლია ვიყო ოპოზიციაში, რადგან მიმაჩნია, რომ ოპოზიცია თუ კეთილგანწყობილია და მუშაობს ქვეყნის სიკეთეზე, ძალიან სასარგებლოა.

ერთი რამე აკლათ ძალიან - საქართველოს სიყვარული. ამ ქვეყნის ერთგულება და მომავლის იმედი არ აქვთ.

ამბობს ფორმულასთან საუბრისას რეჟისორი ნანა ჯორჯაძე კულტურის სფეროში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.



ასევე ნახეთ
close დახურვა