logo
ENG


დიასამიძე: გავერთიანდებით, ევროპაშიც შევალთ და რუსეთში არასდროს დავბრუნდებით
  • 187ნახვები

ერთი მთავარი, რაც მე მგონია, რომ უნდა შევცვალოთ ყველამ ერთად - მაქსიმალურად მინიმალური უნდა გახდეს ერთმანეთის ზიზღი და ეს ხალხი, ასეთი ქცევით ამას არ გვაცლის, მაგრამ ჩვენ მაინც ასე მოვიქცევით, გავერთიანდებით და ევროპაშიც შევალთ და რუსეთში არასდროს არ დავბრუნდებით. გადის დრო და დაპირისპირება აღარასდროს დამთავრდა, ძალიან ცოტანი ვართ, იმისთვის, რომ ამხელაზე დაპირისპირებული ვიყოთ და ყველა, ვინც ამას ხელს უწყობს, უნდა წავიდეს პოლიტიკიდან და დამთავრდეს. ამიტომ, ახლა არჩევნებია და რა თქმა უნდა, ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ დაბალანსდეს ეს ქვეყანა და დამთავრდეს ეს ერთი კაცის და პირადი კაცის ხვეჭის გარშემო [დაპირისპირება].

მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა წავა წინ და ყველაფერი იქნება კარგად, მაგრამ ამას დასჭირდება ბრძოლა, ერთად ყოფნა და არ დაზარება, რას ვიზამთ, ამ ქვეყანაში ასე აღმოჩნდა, რომ 30 წელი გავიდა და იმავეზე ვლაპარაკობთ. ჩვენ რუსეთთან კარგი არაფერი გამოგვსვლია არასდროს და არც გამოგვივა, ეს უნდა გავიგოთ და ვისაც არ ესმის, არ ვიცი.

აცხადებს მუსიკოსი ნიაზ დიასამიძე ფორმულასთან ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებაზე საუბრისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა