logo
ENG


კობახიძე: ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე მთლიანად უარი აქვს ნათქვამი
  • 316ნახვები

როგორც იურისტმა, შემიძლია ვთქვა, რომ ვენეციის კომისიას საერთოდ აქვს პროფესიულ ღირსებაზე მთლიანად უარი ნათქვამი. უბრალოდ უხერხულობას ვგრძნობდი, როგორც იურისტი, როცა ვკითხულობდი ამ დოკუმენტს, იმდენად უსუსური იყო ის სახე, რომელიც აჩვენა ვენეციის კომისიამ ამ დოკუმენტი სახით. არაფერი აქვთ სათქმელი და უბრალოდ არის სავსე აბსურდული ჩანაწერებით და ტყუილებით, მათ შორის, უამრავი სიცრუეა დოკუმენტში და ამ სიცრუესთან ერთად არის სრულიად აბსურდული სამართლებრივი მსჯელობა ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე.

ასე აფასებს რუსულ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის კრიტიკულ დასკვნას ირაკლი კობახიძე პირველი არხის ეთერში. 

ვენეციის კომისია მკაცრად ურჩევს ქართულ ოცნებას, გააუქმოს კანონი არსებული ფორმით. კომისია მოსაზრებაში ხაზს უსვამს, რომ კანონის არსებული ფორმით ნეგატიური ხარვეზები ექმნება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საჯარო საქმეებში საქმიანობის უფლებას, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვას.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა