logo
ENG


ბერაია აშშ-ზე: კარგით რა, ამ სანქციებით გვაშინებენ უკვე რამდენი ხანია, არ გვეშინია
  • 359ნახვები

საქართველოსთან დაკავშირებით გამოხატავს შეშფოთებას, თუ ასევე გამოხატავს შეშფოთებას საფრანგეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, გამოხატავს შეშფოთებას თურქეთში, კანადაში და ა.შ. სხვა ქვეყნებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებითაც გამოხატავენ შეშფოთებას, თუ მხოლოდ საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მათთვის მიუღებელია ამ კანონის მიღება. პირველ რიგში, ეს შეკითხვა მექნებოდა ბატონ ენტონთან და მოვისმენდი ამ შეკითხვაზე პასუხს და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებდი კომენტარი გამეკეთებინა მის ამ შეშფოთებაზე. 

[...] კარგით რა, ამ სანქციებით გვაშინებენ უკვე რამდენი ხანია, არ გვეშინია ამ სანქციების.

ამბობს ხალხის ძალის დეპუტატი ირაკლი ბერაია აშშ-ს მიერ საქართველოში სანქციების შესაძლო დაწესებაზე. 

გუშინ, 22 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა შეშფოთება გამოხატა რუსულ კანონთან დაკავშირებით და მას "მოსკოვის სახელმძღვანელოდან" გადმოწერილი უწოდა. მისივე თქმით, კანონის მიღებას "შედეგები მოჰყვება". 



ასევე ნახეთ
close დახურვა