logo
ENG


პრეზიდენტი ოცნებაზე: გამარჯვების შემთხვევაში ხალხს დაჰპირდნენ შურისძიებას, დიქტატურას
  • 344ნახვები

მცხეთიდან გაიხსნა [ქართული ოცნების] საარჩევნო კამპანია. საკუთარ ხალხს გამარჯვების შემთხვევაში დაჰპირდნენ შურისძიებას, შევიწროებას, სხვა აზრის მქონე ადამიანების დევნას, თავისუფალი პროტესტის შეზღუდვას. პოლიტიკური ოპონენტების აკრძალვას, მოკლედ რომ ვთქვათ, დაგვპირდნენ ერთპარტიულ, ერთპიროვნულ დიქტატურას.

დაგვიხატეს სამომავლო საქართველო, სადაც ერთ მუჭა ადამიანებს ექნებათ ყველა უფლება, სხვებს კი რაღა დარჩებათ თუ არა ერთი უფლება - ქვეყნიდან წასვლის უფლება.

არჩევანი იქნება რუსეთის მონობასა და ევროპასთან თანამშრომლობას შორის. რუსეთთან უღირსი კომპრომისებისა და რეალურად სულის გაყიდვის ფასად დამორჩილება, თუ ევროპაში თანასწორუფლებიან ქვეყნად წარდგენა და იქ ჩვენი სახელის, ისტორიის, ნიჭის და შესაძლებლობების გატანა და საქართველოს სათანადოდ წარმოჩენა თავისუფალ და მშვიდობიან სამყაროში. ეს არჩევანი მეორედ არ დაგვიდგება, ჩვენი გადასაწყვეტია დღეს.

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე, სადაც მოაწერა ხელი განკარგულებას, რითაც ოფიციალურად დანიშნა არჩევნები 26 ოქტომბერს.



ასევე ნახეთ
close დახურვა