logo
ENG


პრეზიდენტი არჩევნებზე: თუ ყველა გაიაზრებს პასუხისმგებლობას, ხმები და მომავალი დაცული იქნება
  • 216ნახვები

ეს არჩევნები საკმაოდ რთულ პირობებში ჩატარდება. უკვე გვესმის ხელისუფლების ყველა დონეზე გაჟღერებული მუქარა. გვაშინებენ ხან ომით, ხან მახვილით, ხან დაჭერებით, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. რამეთუ არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც ხალხის წინააღმდეგ წავა და გაიმარჯვებს. იმ შემთხვევაში თუ ყველა გაიაზრებს საკუთარ პასუხისმგებლობას, თუ საზოგადოება სრულად მობილიზებული იქნება, მაშინ ხმებიც და სტაბილურობაც და მომავალიც სრულიად დაცული იქნება. ეს არჩევნები არცერთი პოლიტიკური პარტიის მოსაგები არაა ცალ-ცალკე, ასეთია მოცემულობა. პარტიებს არც დრო, არც პირობები არ ჰყოფნით იმისათვის, რომ თავისუფლად მოემზადონ, დაფინანსდნენ და გაიმარჯვონ თავისუფლად. დროა, მხოლოდ გადარჩენის.

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე, სადაც მოაწერა ხელი განკარგულებას, რითაც ოფიციალურად დანიშნა არჩევნები 26 ოქტომბერს.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა