logo
ENG


პრეზიდენტი: თურმე, ვეწევი უმანკო საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას
  • 211ნახვები

თუ კარგად გავიგე ყველაფერს სწორად რომ გააკეთებ დარეგისტრირდები დროულად (23 ივლისს) მიიღებ საკონსულოდან დასტურს რომ ყველაფერი წესრიგშია და ვერ აღმოაჩენ შენ გვარს სიაში, თურმე პრეზიდენტის ქალიშვილი თუ ხარ, პრეზიდენტი თუ გააპროტესტებს საჯაროდ, მაშინ გეშველება და სხვა? ჩვენი ემიგრანტების უზარმაზარი ჯარი … იმათ რას ეუბნებით? დაელოდეთ 7 ოქტომბერს და თუ ვერ აღმოაჩენთ თქვენ გვარს ვერც გამოასწორებთ! და თურმე ეს დისკრიმინაცია, საარჩევნო უფლებების დარღვევა არაა და თურმე ვეწევი უმანკო საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას!

წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. 

30 სექტემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის შვილი და ძმისშვილები ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ არიან. ცესკოში აცხადებენ, რომ ქეთევან გორჯესტანი საკონსულო აღრიცხვაზე დგას საფრანგეთში და "კანონის შესაბამისად, შეტანილი იქნება სპეციალურ სიაში, ხმის მიცემას კი პარიზში შეძლებს".



ასევე ნახეთ
close დახურვა