logo
ENG


მათიკაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნგრელმა ხალხმა დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება
  • 137ნახვები

მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია უნგრეთი, ხდება გარკვეული ზეწოლა ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან, ემხრობიან კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნგრელმა ხალხმა დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და მათ გადაწყვეტილებაზე ზეწოლამ და ჩარევამ არ იქონიოს გავლენა. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში იყვნენ ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც ოჯახურ ღირებულებებს, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას და ყველა იმ ტრადიციულ მიმართულებებს იზიარებენ, რაც არის ჩვენი ქვეყნის და ხელისუფლების პოლიტიკის თანხვედრაში.

თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა. "ქართული ოცნების" დეპუტატები: გიორგი კახიანი, ირაკლი მეზურნიშვილი, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი უნგრეთში მიმდინარე 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებიან.



ასევე ნახეთ
close დახურვა