რეკორდული აქტივობაა! ბოლო წუთებია და თითოეულ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს! გთხოვთ, წახვიდეთ არჩევნებზე, ხოლო თუ უკვე იყავით, დაურეკეთ ყველა თქვენს ნაცნობს, მეგობარსა და ნათესავს, ვისზეც ეჭვობთ, რომ ჯერ კიდევ არ მიუცია ხმა! ხელისუფლება უკანასკნელ წუთებს ითვლის, ჩვენ სისტემური ცვლილების ზღურბლთან ვდგავართ. მოდით, გადავდგათ ეს ნაბიჯი! ყველამ შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მხნეობა, დრო ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს! ღმერთმა დალოცოს უნგრეთი.
წერს პეტერ მადიარი სოციალურ ქსელში უნგრეთში მიმდინარე 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.