საბოლოოდ უნგრელმა ხალხმა დაადასტურა რომ, ორბანის პოლიტიკა იყო მცდარი. ეს პოლიტიკა უფრო სახიფათო გახდა მას შემდეგ, რაც მედიაში ცნობილი გახდა კრემლთან თანამშრომლობის ფაქტები. ეს არის ცვლილება უკეთესობისკენ. ეს ასევე არის მაგალითი ავტორიტარი პოლიტიკოსებისთვის წევრ ქვეყნებშიც და გარეთაც, თუნდაც ე.წ. კანდიდატ ქვეყნებში . დრო მიდის, მოქალაქეები ყოველთვის ყველაზე ძლიერი ძალა არიან თავიანთი ბედისა და პოზიციის ცვლილებისთვის… ჩემი აზრით ეს არის გზავნილი თბილისისთვის, ბრატისლავასთვის და ძალაუფლების და მანიპულაციის მოყვარული პოლიტიკოსებისთვის, ვისაც ჰგონია რომ, ისინი დაუმარცხებელი არიან… დრო მოვა…
ამბობს ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი "ევროსკოპთან" ინტერვიუში.