logo
ENG


მარტა კოსი: ჩვენ ვერ მივიღებთ ახალ წევრს, რომელიც ევროკავშირს დაასუსტებს
მარტა კოსი
16 აპრ, 2026 10:41
მარტა კოსი: ჩვენ ვერ მივიღებთ ახალ წევრს, რომელიც ევროკავშირს დაასუსტებს
  • 284ნახვები

თქვენ ვერ გახდებით ევროკავშირის წევრი, თუ არ აკმაყოფილებთ კრიტერიუმებს, განსაკუთრებით კი კანონის უზენაესობის კუთხით, ე.წ. ფუნდამენტურ საკითხებში, რაც გულისხმობს კანონის უზენაესობას, ანტიკორუფციულ საქმიანობას, მედიის თავისუფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას. მე ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. რატომ? იცით, ვფიქრობ, ჩვენ თავს ვერ მივცემთ იმის უფლებას, რომ მივიღოთ ახალი წევრი ქვეყანა, რომელიც დაგვასუსტებს. ჩვენ უბრალოდ მეგობრების ჯგუფი არ ვართ. ჩვენ ვართ ღირებულებების ერთობა და როგორც კი გადაწყვეტთ, რომ გსურთ გახდეთ ამ ერთობისა და ყველა იმ სიკეთის ნაწილი, რაც მას მოჰყვება, შესაბამისადაც უნდა მოიქცეთ.  რა თქმა უნდა, გზადაგზა შეიძლება გარკვეული პრობლემები წარმოიშვას, მაგრამ ზოგადად, ევროკავშირის წევრობა, ეს უდიდესი პატივია, ამიტომ ძალისხმევა უნდა გასწიოთ, რომ იყოთ კარგი წევრი. ჩვენ ამაზე ბევრს არ ვსაუბრობდით, მაგრამ ვფიქრობ, უფრო მეტი უნდა ვილაპარაკოთ, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ვხედავთ, რომ სხვადასხვა მხრიდან გვიტევენ. ჩვენ გვადანაშაულებენ, თითქოს ჩვენი დემოკრატია არ არის ნამდვილი დემოკრატია და ჩვენი ცივილიზაცია დაღმასვლას განიცდის. ღმერთო ჩემო, ეს ნამდვილად არ არის დაღმასვლა. უბრალოდ შეხედეთ არჩევნებს უნგრეთში.

განაცხადა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ატლანტიკური საბჭოს ღონისძიებააზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა