რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ საქართველოს ავიამიმოსვლის აღდგენისთვის საჭირო პირობები არ შეუსრულებია. განცხადება ამის შესახებ სააგენტო "ტასისთვის" მიცემულ ინტერვიუში სერგეი ლავროვის მოადგილემ გააკეთა.
ანდრეი რუდენკოს თქმით, პირობებს შორის საქართველოში რუსოფობიული კამპანიის შეწყვეტა და რუსი ტურისტებისთვის რაიმე სახის საფრთხის არარსებობაა, რასაც, მოსკოვის შეფასებით, ქართული მხარე ჯერ არ უზრუნველყოფს.
რუდენკოს განცხადებით, გასული წლის ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილება ავიამიმოსვლის შეწყვეტის შესახებ იძულებითი ზომა იყო. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის მოქალაქეებს, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე საქართველოში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ.