ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევას, ეს იქნება NDI, IRI, თუ Edison Research-ი, ვუცხადებთ სრულ ნდობას. მოგვწონს თუ არა, სხვა საქმეა, მაგრამ კვლევები არის სანდო და ყოველთვის მანიშნებელია იმისა, თუ რა გააკეთე და რა გაქვს გასაკეთებელი. ამ კვლევებში არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია, რომ ამომრჩეველი, საქართველოს მოსახლეობა ემზადება ხელისუფლების შეცვლისთვის.
უდუმაშვილი: კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობა ხელისუფლების შეცვლისთვის ემზადება
17 სექ 202018:31
3 წუთის საკითხავი