logo
ENG


გახარია აშშ-ზე: სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა დაუშვებელია
  • 763ნახვები

სრულ სოლიდარობასა და მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს. კაპიტოლ ჰილზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა დაუშვებელია. გვჯერა აშშ-ის დემოკრატიის სიმტკიცის და დარწმუნებულები ვართ, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები გაიმარჯვებენ.

დაწერა Twitter-ზე საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ კაპიტოლიუმის შენობაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერების შეჭრასთან დაკავშირებით. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. საბოლოოდ, კონგრესმა ჯო ბაიდენი არჩეულ პრეზიდენტად ცნო. 



ასევე ნახეთ
close დახურვა