მე ყველა შემთხვევაში ვაპირებ, რომ დავრჩე აქტიურ პოლიტიკაში, ოღონდ არანაირი გადაწყვეტილება რომელიმე თანამდებობასთან დაკავშირებით არ მიმიღია. ჩემი აზრით, ეს დაკავშირებულია პარტიის სტრატეგიასთან და განახლების კონკრეტულ ფორმებთან.
ვთვლი, რომ ახლა ჩვენი პასუხისმგებლობის ნაწილი, მათ შორის ლიდერების, იმაშიც მდგომარეობს, რომ რეალურად ეს პარტია იყოს სერიოზული კონკურენტი ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის საქმეში და ამ ქვეყნის დასავლურ, ევროპულ გზაზე დაბრუნებაში.
მე არ ვაპირებ აქტიური პოლიტიკიდან პარტიის, ევროპული საქართველოს სახელით, გაწევას.
პატივს ვცემ გიგის და დათოს გადაწყვეტილებას, თუმცა მცდარ გადაწყვეტილებად მიმაჩნია ამ მომენტში ამის გაკეთება.
ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია პარტის თავმჯდომარეობიდან დავით ბაქრაძისა და გენერალური მდივნობიდან გიგი უგულავას წასვლის შემდეგ აცხადებს, რომ აქტიურ პოლიტიკაში პარტიის სახელით აპირებს დარჩენას.