logo
ENG


ჯაფარიძე მელიაზე: უნდა მოიძებნოს ისეთი გამოსავალი, რომ კრიზისი განიმუხტოს
  • 720ნახვები

მან საჯაროდ თქვა, რომ ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია ორმხრივი ნდობის საფუძველზე, მხოლოდ. მას აქვს საუბრები ქართული ოცნების წარმომადგენლებთან, ჰქონდა საუბრები პრემიერმინისტრთანაც. ჩვენ ამ საუბრების შინაარსი არ ვიცით, მან იცის ჩვენი პოზიცია. უმნიშვნელოვანესი არის ეს ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირი მეორედ ჩამოდის 6 კვირის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად და ეს ჩვენ, როგორც ქვეყანამ, უნდა გამოვიყენოთ. 

აუცილებელია მოიძებნოს ისეთი გამოსავალი ამ ვითარებიდან და ქართული ოცნების ხელშია ეს გასაღები. თუ ისინი გადალახავენ ამ სიჯიუტეს და გამოვლენ ქვეყნის ინტერესებიდან, არის შესაძლებელი, მელიას შეეცვალოს აღკვეთის ღონისძიება იმდაგვარად, რომ ის არ ჩააყენონ მორალური არჩევანის წინაშე, რასაც, სამწუხაროდ, ცდილობს ქართული ოცნება. 

მან ეს არჩევანი გააკეთა, მიაჩნია, რომ უსამართლოდ დააკისრეს გირაო და უსამართლოდ დაკისრებულ გირაოს ის არ იხდის. მე მესმის მისი, შესაბამისად, უნდა მოიძებნოს ისეთი გამოსავალი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგას კრიზისის განმუხტვისაკენ. 

განაცხადა ლელოს ლიდერმა მელიასთან შესახევედრად საპატიმროში შესვლის წინ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა