logo
ENG


პაპუაშვილი: მელია თავის ღირსებას ქვეყნის ინტერესზე მაღლა აყენებს, ამნისტიას მაინც მივიღებთ
  • 953ნახვები

გზა არის სამი. ერთი ეს არის, რომ გირაოს იხდის ევროკავშირი და ნიკა მელია თავისუფლია, რომ ეს გირაო მიიღოს და გამოვიდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. როგორც ვხვდები მას გარკვეული ღირსების საკითხები აქვს და ვინაიდან ის საკუთარ ღირსებას უფრო მაღლა აყენებს ვიდრე ამ ქვეყნის ინტერესებს, ჩანს, რომ ის ალბათ ამაზე უარს იტყვის, მაგრამ რა ვქნათ, ჩვენ სახელმწიფოს უფრო წინ ვაყენებთ, ამიტომ ამნისტიას მაინც მივიღებთ და ნიკა მელია გამოვა გარეთ, ისევე როგორც სხვა ბრალდებული. ჩვენთვის სახელმწიფო და ეს ქვეყანა, ჩვენი სამშობლო უფრო წინ არის, ვიდრე ნიკა მელია.

 

განაცხადა ქართული ოცნების წევრმა შალვა პაპუაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან სამუშაო ვახშმის შემდეგ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა