ბევრი თბილისელი წავიდა და ვთქვათ, ხულოში აიცრა. სამეგრელოს რეგიონებში წავიდნენ ადამიანები - აიცრნენ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა აცრების კამპანიამ შიდა ტურიზმსაც შეუწყო ხელი. რადგან 1 დღით არ წავა ადამიანი ასაცრელად, 2-3 დღე დარჩება. ამიტომ შიდა ტურიზმიც განვავითარეთ. მაგრამ მეორე აცრაზე რომ ეს პრობლემები არ ყოფილიყო და თბილისშივე აცრის შესაძლებლობა ჰქონოდათ, ამისთვის თბილისში 10 ახალი კაბინეტი დაემატა. გვინდა ადამიანებს კომფორტი შევუქმნათ, რომ აღარ მოუწიოთ დასავლეთ საქართველოში წასვლა, იმისთვის რომ აიცრან
განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეების ნაწილი, თბილისში აცრაზე ჯავშნების შევსების გამო, ვაქცინაციაზე რეგიონებში ჩადიოდა.