logo
ENG


ვაშაძე: გახარია და კობახიძე ივანიშვილის კარზე პირველი ვეზირობისთვის იბრძვიან
  • 1247ნახვები

ეს ადამიანები [ირაკლი კობახიძე და გიორგი გახარია] ერთადერთი რამისთვის იბრძვიან - იქნებიან თუ არა პირველი ვეზირი ან ვაზირი ივანიშვილის კარზე და ექნებათ თუ არა მეტი გავლენა პოლიტიკურ მდგომარეობაში ივანიშვილის ქვეშ. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ გუშინ ჩვენ ივანიშვილის კარზე ერთერთი ვეზირის განცხადებები მოვისმინეთ, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ გახდეს პირველი ვეზირი და ებრძვის მეორე პირველ ვეზირს, რომელიც არის - ბატონი კობახიძე.

ასე გამოეხმაურა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ყოფილი პრემიერმინისტრის, პარტიის საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარიას ინტერვიუს. გახარიამ გუშინ TV პირველის ეთერში ბიძინა ივანიშვილი არ გააკრიტიკა, ირაკლი კობახიძეს კი კურდღელი უწოდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა