logo
ENG


ბოკუჩავა Edison Research-ზე: კვლევა ადასტურებს, რომ ოცნებას არ აქვს 43%-ის გადალახვის შანსი
  • 658ნახვები

ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც გვიჩვენებს სხვა ყველა კვლევა, მათ შორის ქართული ოცნების დაკვეთით ჩატარებული შიდა პარტიული კვლევები, რომ ქართულ ოცნებას არ აქვს 43%-ის გადალახვის შანსი. ეს ძალიან კარგად იცის ქართულმა ოცნებამ, სწორედ ამიტომ გავიდა 19 აპრილის შეთანხმებიდან. იცის, იქ არის ვალდებულება, რომ 43%-იანი ბარიერის არგადალახვის შემთხვევაში, ჩაატარონ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

ენმ-ის ლიდერი თინა ბოკუჩავა Edison Research-ის კვლევას ეხმაურება. Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თვითმმართველობის არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს, 33% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, 25%- ენმ-ს; ხოლო 10% - გიორგი გახარიას გუნდს.



ასევე ნახეთ
close დახურვა