logo
ENG


სააკაშვილი: შევასრულებ იმას, რაც ვთქვი, მაგრამ თუ ხელი არ გავანძრიეთ, მიშას ორი ხელი აქვს
  • 1833ნახვები

ამერიკის კონგრესში ყველა მეუბნება - "დავიღალეთ საქართველოთი" და ისმის ერთი და იგივე ფრაზა "ძალიან გვიყვარს საქართველო, მაგრამ თუ ქართველ ხალხს თვითონ არ უნდა თავისუფლება და ნორმალური დემოკრატიული სისტემა, ჩვენ რა ვუშველოთ. ჩვენ გვაქვს ბევრი სხვა პრობლემა მსოფლიოში". ეს დაახლოებით ისე ჟღერ, ბაიდენმა რაც თქვა ავღანეთზე, ჩვენ რატომ უნდა ვიბრძოლოთ მათ ნაცვლადო. მე ეს ფრაზა მოვისმინე გუშინ და გუშინწინ 15-ჯერ ალბათ. თუ თქვენ თვითონ არ გინდა თავისუფლება, ჩვენ რა შუაში ვართ, რას დადიხართ და რას გვეწუწუნებითო...

მე რა თქმა უნდა, შევასრულებ იმას, რაც ვთქვი, მაგრამ თუ ხელი არ გავანძრიეთ, მიშას აქვს ორი ხელი და ორი ფეხი და ერთი პირი და იმ პირსაც დააფარებენ ორ წუთში უპრობლემოდ. თუ ქართველმა ხალხმა არ გაანძრია ხელი, ვერც მიშა ვერაფერს შველის. ამ ყველაფერს აქვს თავისი ლოგიკა. ამიტომ ჩვენ დაგვრჩა რამდენიმე დღე იმისთვის, რომ ვიმოქმედოთ. 

ამბობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მან 6 სექტემბერს თქვა, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ის საქართველოში დაბრუნდება. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა