logo
ENG


კობახიძე: სააკაშვილი რეალურად კურორტზეა, მას აქვს შესანიშნავი პირობები
  • 1032ნახვები

რეალურად, ძალიან ბევრი საუბრობს იმაზე, რომ სააკაშვილი არის კურორტზე იმასთან შედარებით, რა ციხეც ჰქონდა მას აწყობილი 2012 წლამდე, როდესაც ციხე იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი დედამიწაზე. ის არის რეალურად კურორტზე, მას აქვს შესანიშნავი პირობები. რაც შეეხება შიმშილობას, ნებისმიერი პატიმარი როცა შიმშილობს, საჭიროა მასზე დაკვირვება და ამ შემთხვევაშიც იგივე იქნება უზრუნველყოფილი. თუ იქნება გართულება, შესაბამისად ჩაერევიან. 

ამის შესახებ იმედის ეთერში ისაუბრა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პატიმარ მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც ციხეში უკვე მე-14 დღეა შიმშილობს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა