logo
ENG


ჯაფარიძე: დღეიდან ორად გავიყავით იმის მიხედვით, თუ ვის აქვს რაღაც ცილა სისხლში და ვის არა
  • 1199ნახვები

დღეიდან ორად გავიყავით იმის მიხედვით, თუ ვის აქვს რაღაც ცილა სისხლში და ვის არ აქვს.

სისხლში ცილის მქონეთა ნაწილი, რომელიც ჯამში ქვეყანაში უმცირესობაა, უკრძალავს სისხლში ცილის სავარაუდოდ არ მქონეებს (კაცმა არ იცის), რომლებიც ჯამში ქვეყანაში უმრავლესობაა, რესტორანში შესვლას ისე რომ არაფერს ეკითხება რესტორნის მეპატრონეს.

ცილა რომ გაქვს, ამის დასადასტურებლად სპეციალური პასპორტი შექმნეს.

ცილიანების მნიშვნელოვან ნაწილს ეს რეალობა ჰგონია ნორმალური, რადგან ისეთი შეშინებულია რომ ამაზე ბევრად უარესზეცაა წამსვლელი სხვა ადამიანებთან მიმართებაში.

ცილიანების განსაკუთრებულად გამორჩეულ ნაწილს სჯერა, რომ უცილოებს სხვის რესტორანში შესვლის აკრძალვით უბიძგებს გახდეს ცილიანი, რომ ისევ თვითონ იგრძნოს თავი უსაფრთხოდ.

ცილიანების იგივე ნაწილს, რომელმაც მისცა ლეგიტიმაცია ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების ასეთ გამოყენებას და ადამიანების ასეთ სეგრეგაციას, მერე უკვირს იგივე ხელისუფლება, იგივე ძალაუფლებით რაკამ რომ აყენებს და წელის სულ უფრო ჩაზნექას აიძულებს წლიდან წლამდე.

ქვეყანაში მწვანე პასპორტების ამოქმედებასთან დაკავშირებით აცხადებს პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს გარკვეულ ობიექტებზე წვდომა მხოლოდ მწვანე სტატუსით შეეძლებათ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა