logo
ENG


ზელენსკი: დონბასი რუსეთის მთავარი სამიზნეა, ისინი ანადგურებენ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებს
  • 504ნახვები

რუსეთის შემოჭრის 50 დღის განმავლობაში მათ აჩვენეს, რომ დონბასი მთავარი სამიზნეა. დონბასია, რომლის განადგურება პირველ რიგში სურს რუსეთს. სწორედ ლუგანსკის და დონეცკის ოლქებს ანადგურებენ რუსული ჯარები, თითქოს მხოლოდ ქვები უნდა დარჩეს

ისინი იძულებით იწვევენ ამ ტერიტორიების მცხოვრებლებს თავიანთ ჯარში. უშვებენ უმძიმეს ბრძოლებში, ფაქტობრივად, ჩვენი თავდაცვის ფრონტზე. ისინი ანადგურებენ დონბასის ქალაქებსა და სოფლებს. წვავენ ყველაფერს, რამაც რვა წელი გაუძლო ომს.

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა