რუსები დონბასის, ხერსონის და ზოგადად, უკრაინის ამ ნაწილის შენარჩუნებას შეეცდებიან, უკრაინელები ამასთან შეგუებას არ აპირებენ და იბრძოლებენ. მცირე მასშტაბიანი ბრძოლები იქნება, რომლებიც თვეები და წლები გაგრძელდება, მაგრამ საბოლოოდ, ჩემი აზრით, უკრაინელები რუსებზე დიდხანს გაძლებენ. ისინი ბრძოლას არ შეწყვეტენ. ყველამ ვნახეთ, მარიუპოლში რა მოხდა. ვხედავთ, როგორი ამტანები და ძლიერები არიან. იმასაც ვხედავთ, NATO, აშშ და ევროკავშირი უკრაინას როგორ ეხმარება და ეს ასეც გაგრძელდება.
ამბობს აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში უილიამ ტეილორი გადაცემაში პოლიტმეტრი.