უკრაინას სურს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, ასევე იმ თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვა, რომელსაც რუსი აგრესორი ცდილობს, უკრაინის მოქალაქეებს წაართვას.
უკრაინელი ერისთვის ომი დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ ჩვენსას დავიბრუნებთ. ჩვენ არ გვჭირდება სხვისი, ჩვენ გვინდა, მშვიდობა დავუბრუნოთ ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს მიწას.
როცა დავიბრუნებთ ყველაფერს, რაც ჩვენ გვეკუთვნის, დავასრულებთ ამ ომს. სასურველია, რუსეთმა მოგისმინოთ თქვენ (ჩვენი მას არ ესმის). სასურველია, რუსეთი დასვან მოლაპარაკების მაგიდასთან და გაიგოს, რომ სასჯელი გარდაუვალია. ნებისმიერი მოლაპარაკება, მათ შორის, მშვიდობის შესახებ, დიალოგის გზით უნდა წარიმართოს და არა ულტიმატუმების გზით. დიპლომატიური გზით ომის დამთავრების შანსი მცირდება ყოველ ჯერზე, როცა რუსული ჯარები უკრაინელების წინააღმდეგ ისეთ საშინელ დანაშაულებს ჩაიდენენ, როგორც ბუჩასა და მარიუპოლში ჩაიდინეს.
თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებთან, აკადემიური საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან ჩართვისას.