logo
ENG


ღარიბაშვილი სტატუსზე: საქართველო უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ ომი არაა დღეს საქართველოში?
  • 337ნახვები

მათ უკრაინას და მოლდოვას ჯერ აძლევენ სტატუსს ავანსად, როგორც ერთგვარი წამახალისებელი მექანიზმი და მოტივატორი, ბონუსად აძლევენ და შემდეგ ეუბნებიან , რომ ოღონდ იმ დათქმით, რომ თქვენ ეს ყველაფერი უნდა შეასრულოთ. ჩვენ შემთხვევაში არის პირიქით. გვეუბნებიან რომ ევროპულ პერსპექტივას ვიმსახურებთ, რომ გახდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ასევე აძლევს რეკომენდაციას ევროკომისია ევროპის საბჭოს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, მთელი რიგი დათქმებით. ანუ პირიქით არის ჩვენს შემთხვევაში. რაც, რა თქმა უნდა, არის გულდასაწყვეტი. აქვე მინდა გავიხსენო და ქედი მოვიხარო ჩვენი გმირი ჯარისკაცების წინაშე, ვინც თავი გაწირა, თავი შესწირა ევროატლანტიკურ იდეას. მაშინ, როგორც ჩანს არ გახსენებია არავის არც ჩვენი გეოგრაფია, არც განსხვავებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა და სიტუაცია. ჩვენ რეკორდული რაოდენობა ჯარისკაცების გავაგზავნეთ ერაყში, ავღანეთში, კოსოვოში, ცენტრალურ აფრიკაში, ყველგან ვიყავით ღირსეულად წარმოდგენილი, აქ ესწრება გენერალი ჩაჩიბაია. 35-მა გმირმა სამხედრომ თავი შესწირა მსოფლიოში მშვიდობის იდეას, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლას, ნატოში ინტეგრაციის იდეას, ევროკავშირში ინტეგრაციის იდეას, 500-მდე სამხედრო არის უმძიმესად დაჭრილი და ჩვენ დღეს რაზე ვსაუბრობთ? ამ ყველაფრის მიუხედავად, თურმე საქართველო უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ ომი არ არის დღეს საქართველოში? როგორ გავიგოთ ეს მეგობრებო?

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა