logo
ENG


ყაველაშვილი კელი დეგნანზე: დიპლომატიას ნამდვილად დავუწუნებ
  • 3169ნახვები

პირდაპირ გეტყვით, ელჩის განცხადების გამო განცვიფრებული ვარ. მისი მხრიდან იყო დაუფარავი გაღიზიანება და ისეთი დამოკიდებულება, რაზეც არ შემიძლია, არ ვისაუბრო. არ გვეშლება ჩვენ არაფერი, არც დამოკიდებულებაში, არც პატივისცემაში და არც ის, ვინ ვინ არის, მაგრამ დიპლომატიას ნამდვილად დავუწუნებ. მე ვარ უმრავლესობის მიერ არჩეული დეპუტატი, ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის გამხმოვანებელი და კითხვები, რომელიც არსებობდა, არ იყო მარტო ჩემი პირადი კითხვები. ეს საზოგადოების კითხვები იყო

 

თქვა ქართული ოცნებიდან წამოსულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 

მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს წერილით გუშინ, 8 ივლისს მიმართა და თქვა, რომ კარგი იქნებოდა, "ამერიკის იმიჯის დასაცავად, ნაციონალური მოძრაობის განხორციელებულ პროვოკაციებს ელჩი საჯაროდ გამიჯვნოდა".

წერილზე პასუხად აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ დეპუტატის წერილი იყო სავსე ტყუილებითა და შეთქმულებების თეორიებით, რის გამოც მისი წაკითხვა ბოლომდე ვერ შეძლო.



ასევე ნახეთ
close დახურვა