logo
ENG


კობახიძე: ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლარიზაციას აღვივებს და ისიც, რომ მას ელჩი არ ემიჯნება
  • 540ნახვები

ჩვენ ვიცით, რომ ჭარბი პოლარიზაცია საქართველოში პრობლემაა. სწორედ ამის გამო მნიშვნელოვანია, რომ ყველა გაემიჯნოს ისეთ აქტივობებს, რომელიც აღვივებს პოლარიზაციას. მაგალითად, როდესაც ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციას, სადაც საუბარია იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ჩვენი პარტიის დამფუძნებელია, უნდა დაისაჯოს - ამის არანაირი არგუმენტი და არავითარი საფუძველი არ აქვს. რა თქმა უნდა, ასეთი რეზოლუცია აღვივებს პოლარიზაციას. როდესაც ამას ელჩი არ ემიჯნება, ბუნებრივია, ესეც აღვივებს პოლარიზაციას. აქედან გამომდინარე, ამ ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებასა და შემცირებაზე ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს. როდესაც გარკვეული ნაბიჯები იდგმება, რომელიც პოლარიზაციისკენ არის მიმართული, მაგალითად: გამუდმებით სანქციებზე საუბარი, ტექნიკური პარლამენტის შექმნის მცდელობა და ტექნიკური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც რადიკალური ოპოზიციის მიერაა დაფუძნებული. ასევე, ეს არის NGO-ის მიერ მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, აქციების დაანონსება სექტემბერში და ა.შ. - ესენია პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯები. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ ელჩი თითოეულ მაპოლარიზებელ ნაბიჯს გაემიჯნოს. ეს საზოგადოებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. მათ უნდა იცოდნენ, ელჩი დგას პოლარიზაციის მხარეს თუ დეპოლარიზაციის მხარეს.

 

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა