logo
ENG


ლილუაშვილი: გავაგრძელებთ ბრძოლას, მათ შორის ამ მოსამართლეების შვილების მომავლისთვის
  • 443ნახვები

ეს იყო ე.წ მოსამართლეები ე.წ სასამართლო პროცესზე, ნამდვილად არ ვისურვებდი ამ მოსამართლეების ადგილას ყოფნას, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, ისინი საერთაშორისო საზოგადოებისგან მიიღებენ სათანადო პასუხს და აუცილებლად, მხოლოდ წინ, საბოლოო გამარჯვებამდე ვიბრძოლებთ იმ სიმართლისთვის, სამართლიანობისთვის, რომელიც ნიკამ თავის საბოლოო სიტყვაში ახსენა. მივყვეთ მოვლენებს, ეს მოსამართლეები აუცილებლად მიიღებენ საბოლოო პასუხს და ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას, მათ შორის ამ მოსამართლეების შვილების მომავლისთვის

ამის შესახებ ნიკა გვარამიას ცოლმა, სოფო ლილუაშვილმა სააპელაციო სასამართლოს გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა.



ასევე ნახეთ
close დახურვა