logo
ENG


ჯიშკარიანი სააკაშვილზე: შესაძლოა, მძიმე მეტალებზე უარესი ქრონიკული აგენტებით იყოს მოწამვლა
  • 1197ნახვები

ფაქტია, 10 თვეა თუ მეტი, დღითიდღე უარესდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. კლინიკა ვივა მედს არ უნდა გაითვალისწინოს ის დიაგნოზები, რომლებიც დასმულია ჩვენი ძალიან მაღალკვალიფიციური ექსპერტების მიერ და ის მდგომარეობის სიმძიმე, რაც მიხეილ სააკაშვილს გააჩნია. შესაბამისად, ისინი რომ აცნობიერებდნენ, რის წინაშე დგანან, ვფიქრობ, რომ ასეთ რისკზე არ წავიდოდნენ. არ ვიცი, თავიანთი პრობლემაა ეს, კვალიფიკაციის პრობლემაა თუ კიდევ სხვა, ვერ გეტყვით. მათი განცხადებები არის არასერიოზული, არასერიოზულია თვითონ სასამართლოც. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ სამხარაულშიც ხომ გადასცეს ჩვენი დასკვნა, არც წაუკითხავთ, არც სამხარაულში, არც მოსამართლეს. არანაირი ინტერესი რეალობისადმი ამ ადამიანებს არ გააჩნიათ. მისი მდგომარეობა არის მძიმე, ასეთ მძიმე მდგომარეობაში ერთადერთი გამოსავალი არის გადაყვანა სასწრაფო წესით... არასერიოზულად უდგება თვითონ ქართული ოცნება, ვივა მედი, ამხელა ადამიანმა, ტოქსიკოლოგმა განაცხადა, რომ აქ არის ინტოქსიკაცია და მე უფრო მეტს ვიტყვი, ვაკვირდებით დიდი ხანია, დინამიკასაც ძალიან კარგად ვიცნობთ, შესაძლებელია, იმაზე უარესი ქრონიკული აგენტებით იყოს ინტოქსიკაცია, ვიდრე მძიმე მეტალებია

ამის შესახებ ცენტრ ემპათიას ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა ფორმულას ეთერში განაცხადა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა