უკვე ბევრი ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ თებერვალში ოკუპანტებს რაღაც სიმბოლურის გაკეთება სურთ. შეეცდებიან შური იძიონ შარშანდელი მარცხებისთვის. ჩვენ ვხედავთ ამ გაზრდილ ზეწოლას ფრონტის ხაზის სხვადასხვა მონაკვეთზე, ისევე როგორც ზეწოლას საინფორმაციო სფეროში. დონეცკის ოლქში ვითარება ძალიან რთულია. იქ სასტიკი ბრძოლებია, მაგრამ როგორი მძიმეც არ უნდა იყოს სიტუაცია და რამხელა წნეხიც არ უნდა იყოს, უნდა გავუძლოთ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ და ვიყენებთ ყოველ დღეს და ყოველ კვირას, რომ გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა ფრონტზე, გავაძლიეროთ ჩვენი საერთაშორისო პოზიციები, გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე და მივცეთ ჩვენ ხალხს ახალი შესაძლებლობები, გადალახოს ეს რთული დრო.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.