logo
ENG


ვაშაძე ოცნებაზე: ხომ ხედავთ, სახე არ აქვთ, დამფრთხალები და შეშინებულები არიან
  • 356ნახვები

შევუქმნით პრობლემას აბსოლუტურად ყველგან. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს, რომ რეალურად გვაქვს რუსულ ძალასთან საქმე, ქართული ოცნების სახით. ხომ ხედავთ, სახე არ აქვთ, დამფრთხალები და შეშინებულები არიან. ჩვენ რას ვაპირებთ, ვიბრძოლებთ ყოველ წუთას, ყოველ წამს, ყველა სიტუაციაში. დღესაც, თუ კიდევ სადმე იქნება განხილვა ამ კანონის, ყველგან მივიღებთ მონაწილეობას და ყველგან ვაჩვენებთ ხალხს მათ მხდალ, რუსულ სახეს, რომელიც მათ აქვთ.

განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

პარლამენტში, სადაც რუსული კანონის მორიგი საკომიტეტო განხილვა მიმდინარეობს, დილიდან ხმაური და დაპირისპირებაა.



ასევე ნახეთ
close დახურვა