2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო — ყოვლისმომცველი შეტევით, რუსეთს უკრაინაში პანიკის დათესვა, ქვეყნის დედაქალაქამდე მისვლა, პროდასავლური ხელისუფლების დამხობა და იქ საკუთარი რეჟიმის დასმა სურდა.
ჯერჯერობით არ გამოუვიდა. იმედია, არც გამოუვა.
ამ ყველაფრის საპასუხოდ კი ამერიკამ, ევროკავშირმა და მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებმა რუსეთს დამანგრეველი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს, რაც რუს მაღალჩინოსნებსა და ელიტის წარმომადგენლებზეც გავრცელდა.
ყველაფერს აქ არ მოგიყვებით, რადგან გვაინტერესებს - რა იცი ჩაფლავებულ რუსეთზე?