2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში წალენჯიხაში მთელი გამბედაობა მოიკრიბეს და ხელისუფლების მხრიდან არნახული დაშინებებისა თუ მოსყიდვის ფაქტების მიუხედავად, მერად ოპოზიციონერი კანდიდატი აირჩიეს — მოკლედ, მომავალი 4 წლის განმავლობაში წალენჯიხის მერი გიორგი ხარჩილავა იქნება.
ჰოდა, გასაკვირი არ არის, რომ ამ ულამაზესი მხარის, ამ ულამაზესმა გადაწყვეტილებამ ჩვენი ყურადღებაც მიქცია და გვინდა გკითხოთ — რა იცით წალენჯიხაზე?