logo
ENG

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შპს სამაუწყებლო კომპანია “ფორმულას“ დაკვეთით ტარდება საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელსაც ახორციელებს საერთაშორისო კომპანია Edison Research (www.edisonresearch.com).

  • Edison Research არის ავტორიტეტული და მაღალი პროფესიული სტანდარტის მქონე ორგანიზაცია, რომელიც იცავს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ პროფესიული ქცევისა და ეთიკის ნორმებს. ამ მიზნით, AAPOR (American Association of Public Opinion Researchers)-ის ეთიკის სტანდარტების დაცვითა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილია  შემდეგი ინფორმაცია:

  • დამკვეთი – შპს „სამაუწყებლო კომპანია “ფორმულა" (ს/კ:#), მისამართი: ვაჟა ფშაველას გამზ. N45, თბილისი, 0177, საქართველო.

  • კვლევა ფასიანია თუ უფასო – კვლევაში მონაწილე რესპონდენტები არ იხდიან რაიმე სახის საფასურს და გამოკითხვა არის უფასო. კვლევას, სახელშეკრულებო თანხის სანაცვლოდ (ფასით) ახორციელებს Edison Research, შპს „სამაუწყებლო კომპანია ფორმულა ს“ დაკვეთით.

  • ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა კვლევა - სახელწოდება ოფიციალური რეგისტრაციის მიხედვით: Edison Media Research, Inc; მისამართი: 6 ვესტ კლიფ ქუჩა, სამერვილ, ნიუ ჯერსი 08876, ამერიკის შეერთებული შტატები.

  • გამოკითხვის მეთოდი - პირისპირი გამოკითხვის გზით.

  • შესაძლო ცდომილების ფარგლები– შესაძლო ცდომილება +/–2.2%, 95%-იანი სანდოობის დონისათვის.

  • კვლევაში წარმოდგენილი პოპულაცია/კატეგორია: საქართველოს მოსახლეობა, რომელთაც აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, არიან 18 წლის ან მეტის.

  • შერჩევის არეალი: საქართველო (გარდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპირებული ტერიტორიებისა)

  • შერჩევის ზომა: 2000

  • შერჩევის ტიპი: შემთხვევითი შერჩევა (არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე ყველა ადამიანს აქვს თანაბარი შანსი, რომ მოხვდეს შერჩევაში)

  • მოხდა თუ არა მონაცემების შეწონვა: დიახ, მოსახლეობის აღწერის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სქესის, ასაკისა და რეგიონის პარამეტრებით.

  • კვლევაში გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი: 2000 რესპონდენტი, 18+ წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების მქონე, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შერჩეული რესპონდენტები. 1500 ინტერვიუ საქართველოს მასშტაბით რეგიონების მოსახლეობის პარალელურად გადანაწილდა, ხოლო დამატებითი 500 ინტერვიუ კი კახეთში, შიდა ქართლში, აჭარასა და სამეგრელოში განხორციელდა.

  • ეფუძნება თუ არა კვლევა ყველა გამოკითხულის აზრს: შედეგები ემყარება რესპონდენტების პასუხებს კითხვარებზე, რომელიც გამიზნულია ასახოს კვლევაში მონაწილე თითოეული რესპონდენტის მიერ გაკეთებული არჩევანი კონკრეტულ საკითხებზე. მონაცემები მოიცავს ყველა რესპონდენტის მოსაზრებას, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კვლევაში.
close დახურვა