მთავრობის შემდეგ პარლამენტი - მმართველი გუნდიდან დღეს კორონავირუსი სამ დეპუტატს დაუდასტურდა. მზარდია ინფიცირებულთა მაჩვენებელი და მესამე ტალღის მოლოდინი, იმუნიზაციის პროცესი კი ისევ დუნეა. პასუხისმგებლობას მთავრობა მოქალაქეებს აკისრებს, საკოორდინაციო საბჭოში კი მთავარ მტრად სუფრა გამოცხადდა.