logo
ENG

22 სექტემბერი, 2022 | 20:11
ომი ფარული ჩანაწერებით - გოგაშვილი ხელისუფლების წინააღმდეგ

აიღო თუ არა სტარტი ფარული ჩანაწერებით ომმა სოსო გოგაშვილსა და ხელისუფლებას შორის - მასალების გამოქვეყნება სასამართლო კლანის ხაზით იწყება - მოსამართლე ლევან მურუსიძემ ქართული ოცნების პროპაგანდისტულ ტელევიზიას ფარული ჩანაწერი მიაწოდა. აუდიომასალაში ისმის თავად მურუსიძისა და სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსის ხმები. გავლენიანმა მოსამართლემ მასალის გამოსაქვეყნებელ ნიადაგი ჯერ კიდევ გუშინ შეამზადა, როცა მოულოდნელად განაცხადა, რომ გოგაშვილი ციხიდან დაემუქრა. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის პირადი მცველი ადასტურებს, რომ ორჯერ შეხვდა მურუსიძეს და მიზანი მხილება იყო და არა მუქარა. ახლა ყველა ელოდება, უპასუხებს თუ არა გოგაშვილი დღევანდელ ფაქტს მაკომპრომეტირებელი ჩანაწერებით.     

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა