ოპოზიციურმა ერთობამ ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკა კიდევ უფრო დაამძიმა. ნაციონალური მოძრაობა, ლელო, დროა - ვინც საპრეზენტაციო სცენაზე იდგა, პრემიერი ყველამ გააღიზიანა. ღარიბაშვილს ტრადიციულად მხარი აუბეს თანაგუნდელებმაც. ღარიბაშვილი კი ტრადიციულად ყველას მტრად და დამნაშავედ აცხადებს, ვინც ქართული ოცნების ოპონენტია.