სასტიკი მკვლელობა ლენტეხში. 47 წლის კაცს, სავარაუდოდ, 6-მა პირმა სცემა. მიღებული დაზიანებებით რობიზონ თუთარაშვილი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
მოკლული მიკროავტობუსის მძღოლი იყო. აღმოჩნდა, რომ კაცს ხშირად სძალავდნენ ფულს. ბოლოს კი თუთარაშვილმა ფულის მიცემაზე უარი თქვა, რასაც, ადგილობრივების მტკიცებით, ანგარიშსწორება მოჰყვა.