კოალიცია ერთიანობის მომდევნო დღე შიდა ქართლში - ოპოზიციური გაერთიანება ქარელსა და ხაშურსაც ესტუმრა. ოპოზიციას, ისევე როგორც ყველგან, აქაც მძიმე მდგომარეობა დახვდა. პოლიტიკოსებმა ხალხის პრობლემები მოისმინეს. ერთიანობამ მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განსახორციელებელი გეგმები გააცნო.