logo
ENG

25 აპრილი, 2024 | 20:43
"კი ევროპას! არა რუსულ კანონს! ოპოზიციის შეხვედრები რეგიონებში

ოლიგარქის გუნდის დეზინფორმაციისა და რუსული კანონის წინააღმდეგ რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრები გრძელდება. ქუთაისის შემდეგ აქცია გაიმართა დღეს ზუგდიდში, ხვალ დაგეგმილია შეხვედრა ბათუმში. ლიდერები მოსახლეობას უხსნიან, იმ ზიანის შესახებ, რომელიც მათი თქმით, რუსულ მთავრობას მოაქვს. შეხვედრის შემდეგ მსვლელობა დაიწყო სკეიტ პარკიდან, აქციამ გაიარა გამსახურდიას გამზირი, მივიდნენ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, შემდეგ კი ქალაქის მერიასთან. მსვლელობაში ოპოზიციის ლიდერებთან და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობა მონაწილეობდა.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა