დეპოლარიზაციისთვის სააკაშვილი პოლიტიკიდან უნდა გავიდეს და ივანიშვილი დაბრუნდეს - ასეთია გირჩისა და მოქალაქეების განცხადების პათოსი. ქართული ოცნება ირწმუნება, რომ ივანიშვილს პოლიტიკაში ძალით ვერავინ დააბრუნებს. ნაციონალური მოძრაობა კოლეგა ოპოზიციას შეახსენებს, რომ სააკაშვილის ბედი მათი გადასაწყვეტი არაა.