logo
ENG

24 მარტი, 2023 | 20:24
ანალენა ბერბოკი - საქართველოს მოსახლეობის ადგილი ევროკავშირშია

მაშინ, როცა პარლამენტში ხელისუფლება რუსულ პროპაგანდას ეწეოდა და დასავლეთს მეხუტე კოლონის მოკავშირეობაში ადანაშაულებდა, საქართველოში შეხვედრებს მართავდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც ჯერ კიდევ ჩამოსვლამდე უწოდა ქართულმა ოცნებამ "რეალობას აცდენილი ადამიანი". ბოლო ერთ კვირაში საქართველოს უკვე მაღალი რანგის მეორე სტუმარი ეწვია. ბერბოკამდე ქვეყანაში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა.
გერმანიის, როგორც ევროკავშირის ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს პირველი დიპლომატის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან მისი ჩამოსვლა მხოლოდ ერთი ქვეყნის მინისტრის პოზიციას არ ნიშნავს. ბერბოკის დღის წესრიგიც ერთგვარი ჟესტი იყო, როცა შეხვედრები ხელისუფლების თავდასხმის ქვეშ მყოფ სამოქალაქო სექტორთან გამართა. რა გზავნილებით იმყოფებოდა თბილისში გერმანელი დიპლომატი, რომელსაც თვითმფრინავის ტრაპამდეც და მის შემდეგაც გარკვეული უხერხულობა შეექმნა.

 
მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა