დაუწესდებათ თუ არა შეზღუდვები აუცრელ მოქალაქეებს - საკოორდინაციო საბჭოში აზრთა სხვადასხვაობაა. ეპიდემიოლოგები რეგულაციებისკენ იხრებიან, პრემიერი კი დაჟინებით იმეორებს, რომ დახურვას ქვეყანა ვეღარ გადაიტანს. ამ ფონზე კი სულ უფრო იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც საქართველო წითელ ზონად ცხადდება.