იზოლაციის პოლიტიკა აქვს ოლიგარქიულ რეჟიმს ვაშინგტონთანაც. ქონებაზე ზრუნვა და რუსული დაკვეთა - ეს მიზეზებია, რის გამოც ივანიშვილი ამერიკასთან ურთიერთობას აფუჭებს. ელჩმა დანიგანმა დანანებით თქვა, რომ ფული ოლიგარქმა ხალხის ინტერესზე მაღლა დააყენა, კონტაქტები გაწყვეტილია.
ამერიკის საელჩო ოცნების ხელისუფლების ანტიდემოკრატიული კურსის მხილებაზე გადავიდა. ოლიგარქის პროპაგანდისტულ კამპანიას უტყუარ ცნობებს უპირისპირებს. რეჟიმი გაღიზიანდა, მას ასევე კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ რესპუბლიკელებისა და დემოკრატების დამოკიდებულება ოცნების ქმედებებზე იდენტურია.