logo
ENG

23 იანვარი, 2025 | 20:20
ბაჩიაშვილის საქმე და ოლიგარქის კრიმინალური ,,სოჩიკი''

500 მილიონი დოლარი თავისუფლების სანაცვლოდ. ამ თანხის ბიტკოინები ბიძინა ივანიშვილმა ყოფილ პარტნიორს, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილს მოსთხოვა.

ამის შესახებ თავად ბაჩიაშვილმა მოჰყვა და წერილსაც აქვეყნებს, რომელიც ოლიგარქისგან მიიღო.

წერილის შინაარსი გარიგებას ეხება და ბაჩიაშვილის უარის შემთხვევაში, თანხის გაზრდას, საბოლოოდ კი პატიმრობის მუქარასაც გულისხმობს. ყოფილი პარტნიორის მუქარაძე გიორგი ბაჩიაშვილმა დღეს სასამართლოშიც ილაპარაკა, გაიხსენა კლანის გავლენიანი მოსამართლეებისა თუ პროკურორების სტუმრობები ივანიშვილის შუშის სასახლეშიც. თავისივე გამოცდილებით დარწმუნებულია, რომ ოლიგარქს სასამართლოში ჩვენების მისაცემად არ დაიბარებენ, თუმცა ყოფილი ფინანსისტი ამას მაინც ითხოვს. 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა