logo
ENG

25 თებერვალი, 2024 | 20:58
ბერლინალეს დღიური - დროება

ქართული დაუმორჩილებელი კინოს ხმა ბერლინის კინოფესტივალზე ალბათ ყველაზე ხმამაღლა ისმოდა. ლევან აკინის ფილმმა “გზაჯვარედინზე” ბერლინალეს ჟიურის სპეციალური პრიზი მოიპოვა. ფესტივალის დახურვაზე ბერლინალეს დირექტორმა ლანა ღოღობერიძის ფილმიც გამოარჩია და თქვა, რომ რეჟისორმა ისტორიული პერსპექტივიდან დაგვანახა, რას ნიშნავს საბჭოთა კინოწარსული და ხელახლა გვაგრძნობინა უცნობი ხელოვნების მნიშვნელობა. 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა