განათლების სფეროში რეპრესიების ახალ ტალღას ელოდებიან. საჯარო სტრუქტურებში დაწყებული რეპრესიების ფონზე რიგშია უმაღლესი სასწავლებლები. ივანიშვილის ეგრეთ წოდებულ პრემიერს არა ერთხელ დაუანონსებია წმენდა უნივერსიტეტებში. ამის შესახებ საზოგადოებამ მუქარა მაშინაც მოისმინა, როცა კობახიძის წინააღმდეგ სახელმწიფო უნივერსიტეტეში აქციები იმართებოდა მისი ლექციების პარალელურად. არაღიარებული მთავრობის თავმჯდომარემ სპეციალური კომისიის შესახებ განაცხადა, რომლის საშუალებით ციტატა - ოთხწლიან პერსპექტივაში თვისებრივად უნდა გარდაქმნას უმაღლესი განათლების სისტემა.
ეს მიმართულება ლევან იზორიას ბარდება, რომელიც ახლო წარსულში გერმანიაში საქართველოს ელჩი და თავდაცვის მინისტრი იყო. საგანმანათლებო სივრცეში კომისია რეპრესიების მიზნით იქმნება.